- როტბარდი მარი ნ. (1926-1995)
- მარი როტბარდის მოღვაწეობამ ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მოძღვრება ახალ საფეხურზე აიყვანა და საზოგადოებაში მისი პოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა. თავისი 45 წლიანი მუშაობის პერიოდში როტბერდმა მოახერხა გამოექვეყნებინა 25 წიგნი და ასობით სტატია, რომელნიც მიმართული იყო სოციალიზმის, სტატიზმის, რელატივიზმისა და სციენტიზმის წინააღმდეგ. როტბარდი ნიუ იორკის უნივერსიტეტში ლუდვიგ ფონ მიზესს დაემოწაფა და სიცოცხლის ბოლომდე მისი იდეების ერთგული დარჩა. როტბარდის მთავარი ნაშრომებია: „ადამიანი, მეურნეობა და სახელმწიფო“, „ამერიკის დიდი დეპრესია: მიზეზები და მისი განკურნების გზები“, „თავისუფლების შეზღუდვა“, „თავისუფლების ეთიკა“, „ბაზარი და ძალაუფლება“ და სხვა მრავალი. როტბარდისთვისაც მიზესის მსგავსად, ადამიანი არა ეკონომიკური, არამედ მოღვაწე არსებაა, რომელსაც დროის და რესურსების სიმცირის პირობებში უხდება ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტა. საყურადღებოა, რომ მისი ეკონომიკური და მსოფლმხედველობრივი შეხედულებები ხშირად ქცეულა სხვადასხვა პოლიტიკური ადმინისტრაციის მოქმედების საფუძველი. ის აქტიურად თანამშრომლობდა, როგორც რონალდ რეიგანის, ისე ჯორჯ ბუშ უფროსის პოლიტიკურ გუნდებთან და ამავდროულად, ამერიკის ლიბერტარიანული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო.Source: ლიბერალიზმი და ძალაუფლება: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004
Georgian encyclopedia. 2013.